კალათბურთი

20:12 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო ენტონი: “NBA-ში ყველაზე დაუფასებელი ვარსკვლავი ვარ”

“ნიუ იორკ ნიქსის” ამერიკელი კალათბურთელი კარმელო ენტონი მიიჩნევს, რომ NBA-ში ყველაზე დაუფასებელი კალათბურთელია.

“ვფიქრობ, რომ NBA-ს ვარსკვლავებს შორის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაღელვებს. მინდა პატივს მცემდნენ, ვიცი დადგება დრო, როცა ყველაფერი კარგად იქნება,” – განაცხადა ენტონიმ Espn- თან საუბრისას.

კარმელო ენტონი 30 წლისაა, ის NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ჯერ არ აქვს ბეჭედი მოგებული. მელომ ამ ზაფხულს “ნიუ იორკ ნიქსთან” 5 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113408