ფეხბურთი

23:35 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა შესაძლოა ევრო 2020-ის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა შესაძლოა 2020 წლის ევროპის ჩმპიონატის დასრულების შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულოს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა Sportske Novosti-თან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელთა კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

რაკიტიჩს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს "ესტონეთთან" ჰქონდა. ივანმა ბალკანელების მაისურით 104 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რაკიტიჩი ნაკრებს ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120389