ჭადრაკი

16:47 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდის განახლებული საჭადრაკო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა

‘დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გაიხსნა განახლებულ საჭადრაკო სკოლა, სადაც ბევრი სასახელო მოჭადრაკე აღიზრდება. ზუგდიდი უდიდესი საჭადრაკო ტრადიციი გამოირჩევა და იმედია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ ამ სკოლაში, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს, კიდევ ბევრი ჩემპიონი აღიზრდება“-განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი შენგელიამ.

გახსნის ცერემონიას: მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია,ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდი ნამდვილად იმსახურებდა ამ პროექტის განხორციელებას, ‘მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრადიციები რაც ამ კუთხეს გააჩნია, გაგრძელდება და უნიჭიერეს ახლაგაზრდებს ვიხილავთ ამ სკოლიდან’.

საჭადრაკო სკოლის განახლებისთვის 904 367 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტირდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, მოეწყო დამატებითი საკლასო ოთახები, სატურნირო დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები, აგრეთვე მოეწყო წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

gcf.org.ge

0.113048