ფეხბურთი

20:36 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პერალესმა "დინამო" დატოვა

„დინამო თბილისი“ ხოსე პერალესმა დატოვა. ესპანელმა მეკარემ ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.

როგორც პერალესმა სოციალურ ქსელში დაწერა, დამშვიდობების დროა, მაგრამ არასდროს დაავიწყდება „დინამოში“ გატარებული 1 წელი.

„დინამოს“ მეგობრებო, დამშვიდობების დროა, 31 დეკემბერს კლუბთან ჩემი კონტრაქტი იწურება. ეს იყო სასიამოვნო სეზონი, ყოველთვის ვგრძნობდი სითბოს და სიყვარულს, ჩვენ ერთად შევძელით ჩემპიონობამდე ბოლომდე მისვლა.

დიდი მადლობა, რომ ჩემი ადაპტაცია გაამარტივეთ ჩამოსვლის პირველივე დღიდან. შესაბამისად, შემეძლო პოზიტიური და ნეგატიური მომენტებიდან, რომელიც სეზონის განმავლობაში გვქონდა, მესწავლა.

ჩვენი გზების გაყოფის დროა, მაგრამ ამ სეზონში მიღებული ემოციები ყოველთვის მემახსოვრება. 2020 წლის სეზონში საუკეთესოს გისურვებთ“, - დაწერა პერალესმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე „დინამოს“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 35 თამაში ჩაატარა, საიდანაც 15-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101855