ავტოსპორტი

2:02 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ შარლ ლეკლერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

„სკუდრია ფერარიმ“ კონტრაქტი ხუთი წლით გაუგრძელა თავის მონაკოელ პილოტ შარლ ლეკლერს, რომლის დებიუტიც იტალიურ გუნდში გასულ სეზონში შედგა. ლეკლერი მარანელოში 2024 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

შარლ ლეკლერს ფორმულა 3-სა (2016 წელს) და ფორმულა 2-ში (2017 წელს) ჩემპიონის ტიტულები აქვს მოპოვებული, რასაც ფორმულა 1-ში გადასვლა მოჰყვა. 2018 წელს მან „ალფა რომეო ზაუბერის“ მანქანით, ფ1-ში სადებიუტო სეზონი გაატარა, რის შემდეგაც „ფერარიმ“ კიმი რაიკონენის ადგილზე მიიწვია.

„ფერარიში“ პირველივე სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა - ორი რბოლა მოიგო და ექვსჯერ პოულ პოზიცია დაიკავა (ყველაზე მეტი სეზონში). სულ კი კვარცხლბეკის საფეხურზე 10-ჯერ იდგა. საბოლოო ჯამში, ლეკლერმა აშკარად დაჯაბნა თავისი ტიტულოვანი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი, რომელსაც 24 ქულით აჯობა. საბოლოოდ, მრბოლთა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფერარიში ვრჩები. ყველაზე გამორჩეულ გუნდში ჩატარებული გასული სეზონი ჩემთვის ოცნების წელიწადი იყო. მოუთმენლად ველი დროს, როცა გუნდთან ურთიერთობას კიდევ უფრო გავაღრმავებ“, - ამბობს ლეკლერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138051