ფეხბურთი

20:10 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

2019 წლის სფფ-ის დაჯილდოების ცერემონიას სასტუმრო შერატონი უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 27 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში გაიმართება.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სტუმრების მიღება 17:30 საათიდან დაიწყება. სასტუმრო შერატონში სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან.

გასული წლის მსგავსად, 2019 წელს ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია შედგება. GFF Awards ღონისძიების პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.

GFF.GE

0.114936