ფეხბურთი

17:20 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოთი პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა

ინგლისური პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენის სურვილი - გვამცნობს Mundo Deportivo.

გამოცემის მტკიცებით, კოუტინიოთი „ტოტენჰემი,“ „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულან და 27 წლის ბრაზილიელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.

კოუტინიო „ბაიერნში“ იჯარის წესით ირჯება. უფლებები კი მასზე „ბარსელონას“ ეკუთვნის. იჯარა 2020 წლის ივნისამდე მოქმედებს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, კოუტინიომ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 ბურთი გაიტანა და 6 შედეგიანი პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114352