კალათბურთი

16:50 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

NBA.com: თორნიკე შენგელიას NBA-ს გზა შესაძლოა ზაფხულში ისევ გაეხსნას

„ძვირფასო სანტა, მსურს NBA-ში ვითამაშო“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია Es.nba.com-მა და წერილში იმ კალათბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ახლა ევროლიგაში ბრწყინავენ, მაგრამ NBA-ში დაბრუნების ან გადასვლის რეალური შანსი გააჩნიათ.

ჩვენთვის ყურადსაღებია, რომ სტატიაში „ბასკონიას“ ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მოხვდა.

„მსოფლიო საუკეთესო ლიგაში დაბრუნება მისი მიზანია. 28 წლის თორნიკე შენგელიამ თავისი კარიერის მწვერვალს მიაღწია და კლუბის აბსოლუტურ ლიდერად ჩამოყალინდა. ქართველი ჯერ კიდევ 22 წლის იყო, როდესაც „ბრუკლინ ნეტსის“ მაისური მოირგო, ხოლო ვიტორიაში კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდა.

„ბასკონიაში“ ქართველს პროფესიონალურ კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს და საშუალოდ 18 ქულასა და 6.2 მოხსნას აგროვებს, ხოლო მისი მარგი ქმედების აგრეთვე საშუალო მაჩვენებელი 20.1-ს უტოლდება.

ამასთან, შენგელიამ საგრძნობლად გააუმჯობესა სროლების პროცენტული შედეგი. სამქულიანების 42% აქვს, საჯარიმოების 75.4%. მისი ტემპი ევროპაში უნიკალურია და NBA-ში გზა შესაძლოა დამდეგ ზაფხულს ისევ გაეხსნას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნანატრ თავისუფალ აგენტს“, - წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიამ NBA-ში დაბრუნების სურვილზე თავადაც ისაუბრა. ზემოხსენებულ წერილში კი, თორნიკეს გარდა, შეინ ლარკინი, ნიკოლა მილუტინოვი, ფაკუნდო კამპაცო და ლორენცო ბრაუნი მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109049