ფეხბურთი

16:23 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

არტური: „მესი არასოდეს ახვევს თავის აზრს თანაგუნდელებს“

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურმა, ჟურნალისტებს ლიონელ მესის შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ლიონელმა გუნდში მისვლისთანვე დაიწყო ჩემი დახმარება. მაშინ მან თავის ინტერვიუშიც მახსენა, რაც ძალიან სასიამოვნი იყო. გასახდელშიც თბილად მიმიღეს თანაგუნდელებმა.

რაც შეეხება მესის, ყველაფერთან ერთად, მას დიდ პატივს იმიტომ ვცემ, რომ არასოდეს ახვევს თანაგუნდელებს თავს აზრს. მას არ უნდა რაიმე პრივილეგიები ჰქონდეს. სურს ყველასთან თანაბარი იყოს. ის განსაკუთრებული ადამიანია.“ - ციტირებს არტურის სიტყვებს Mundo Deportivo.

არტურ რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 ბურთი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემით გამოიჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121188