ფეხბურთი

0:42 | 25.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ნასრი: "სალაჰთან ერთად თამაშს მაჰრეზთან თამაში მირჩევნია"

ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ მოჰამედ სალაჰი და რიად მაჰრეზი ერთმანეთს შეადარა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ალჟირელი უკეთესი და უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე ეგვიპტელი.

„მაჰრეზი გუნდური ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის თამაშობს, ხოლო სალაჰი უფრო სოლისტია. მას მხოლოდ გოლების გატანა სურს. არ ვამბობ, რომ სალაჰი ეგოისტია, მაგრამ ის უფრო გოლებსა და სტატისტიკას აქცევს ყურადღებას.

მე პირადად მაჰრეზთან ერთად უფრო სიამოვნებით ვითამაშებდი. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე საუბარი მარტივადაა შესაძლებელია. თუ მე უნდა ავირჩიო ამჟამად საუკეთესო, ეჭვგარეშე, მაჰრეზს ავირჩევ“, - განაცხადა ნასრიმ.

შედარებისთვის, სტატისტიკურად, სინამდვილეში სალაჰის ანგარიშზე უფრო მეტი საგოლე გადაცემაა, ვიდრე მაჰრეზის, ბოლო ხუთ წელიწადში ეგვიპტელმა 42 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ალჟირლება - 35.

0.119616