ფეხბურთი

18:44 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი: "სარის B გეგმა არ ჰქონდა, გუნდს ბანკივით მართავდა"

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მეკარემ რობერტ გრინმა მაურიციო სარი გააკრტიკა. ინგლისელი და იტალიელი გასულ სეზონში „არისტოკრატებში“ ერთად მუშაობდნენ და გრინი აღნიშნავს, რომ სარი გუნდს ბანკივით მართავდა, სათადარიგო გეგმა არ გააჩნდა.

„მე მას ვუთხარი: „თქვენ არ გაქვთ B გეგმა“. ფეხბურთელებს ეშინოდათ მისთვის იმის თქმა, რაც მე ვუთხარი. შემდეგ ბევრი მოთამაშე დამეთანხმა და მოეწონათ, რაც ვუთხარი. სარი ყოფილი ბანკირია და გუნდსაც ბანკივით მართავდა. ყოველთვის სირთულეები ექმნებოდა ცვლილებებთა დაკავშირებით, რადგამ მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა. გვეუბნებოდა, რომ თუ ეს გეგმა არ იმუშავებდა, მაინც ამ გეგმას უნდა გავყოლოდით, ოღონდ უკეთესად.

ვარჯიშები ძალიან მკაცრი იყო. მახსოვს, რომ მე და ოლივიე ჟირუ ვიჯექით და ვფიქრობდით, რამდენჯერ გავაკეთეთ ერთი და იგივე ვარჯიში. მივედით დასკვნამდე, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 18-ჯერ გავაკეთეთ განსხვავებული რაღაც“, - განაცხადა გრინმა.

შეგახსენებთ, რომ სარიმ „ჩელსის“ ევროპა ლიგა მოაგებინა, პრემიერლიგაში მესამე ადგილი დააკავებინა, ხოლო ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

0.172005