ფეხბურთი

18:16 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "ლივერპული" რომ დაგვემარცხებინა, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა 2019 წელი გაიხსენა და თქვა, რომ „ლივერპულის“ ბარიერის გავლის შემთხვევაში მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა.

„თუ ლივერპულს“ დავამარცხებდით, დარწმუნებული ვარ, ფინალშიც გავიმარჯვებდით. ეს მომენტი გვახსოვს, დავისაჯეთ, ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო“, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალში „ბარსელონამ“ „ლივერპული“ სახლში 3:0 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ სტუმრად 0:4 წააგო და ფინალს მიღმა დარჩა. „ბლაუგრანას“ მსგავსი რამ თავს 2017-2018 წლების სეზონის მეოთხედფინალში „რომასთანაც“ გადახდა, როდესაც 4:1 მოიგო, მაგრამ მერე 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111893