ფეხბურთი

17:20 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე ჰოლანდიური გუნდის მთავარ მწვრთნელად განიხილება

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე შესაძლოა ჰოლანდიაში დაბრუნდეს და არნემის „ვიტესი“ ჩაიბაროს. ქართველი სპეციალისტი ჰოლანდიურ გუნდს ადგილობრივმა გამოცემა Gelderlander-მა დაუკავშირა.

როგორც ხსენებული წყარო წერს, „ვიტესის“ თავკაცის პოსტი ვაკანტურია და მას დროებით ლეონიდ სლუცკის გათავისუფლების შემდეგ იოზეპ ოსტინგი იკავებს.

არმენში მწვრთნელის ოთხი კანდიდატურა ჰყავთ - შოთა არველაძე, ალბერტ სტუივენბერგი (უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი), ხორდი კრუიფი (თავისუფალი) და იურგენ სტრეპელი (თავისუფალი). სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ დასახელებულა.

არველაძისთვის ჰოლანდია ნაცნობი ადგილია, სადაც ჯერ ფეხბურთელობისას „აიაქსისა“ და „აკმაარის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მოგვიანებით ლუის ვან გაალის თანაშემწედ „ალკმაარში“ მუშაობდა. თავის მხრივ, ქართველები უცხო არც „ვიტესისთვისაა“, სადაც გურამ კაშია ლეგენდად მიიჩნევა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი ურიგოდ არ ირჯებოდა. გარდა ამისა, მცირე პერიოდით არნემელთა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა.

რაც შეეხება არველაძეს, „ფახთაქორში“ ერთობ წარმატებული წელი ჰქონდა და გუნდს საშინაო ასპარეზზე ყველაფერი მოაგებინა - ჩემპიონობა, თასი და ლიგის თასი. ამასთან, უზბეკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე დასახელდა.

0.113916