ფეხბურთი

16:55 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დატოვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა სპეციალისტმა ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, რომ გუნდში დარჩენილიყო, გამოცდილმა სპეციალისტმა მიიღო გადაწყვეტილება კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას, მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ცეცაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. მისთვის აღნიშნულ პოსტზე ბოლო მატჩი სლოვაკეთთან გამოდგა, რის შემდგომაც ქართველი სპეციალისტი უეფამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში გუნდს ვეღარ უხელმძღვანელებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გია ცეცაძე საკლუბო ასპარეზს დაუბრუნდება და თბილისის „საბურთალოს“ ჩაიბარებს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა კი ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11672