კალათბურთი

17:48 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურასპაული: "რეკონსტრუქცია უფრო ოპტიმალური ვარიანტია, ვიდრე ახალი დარბაზის აშენება"
"ევრობასკეტ 2021-ის ღირსეულად მასპინძლობისთვის ყველაფერს ვაკეთებთ"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ევრობასკეტ 2021-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და მასპინძელი დარბაზის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი დარბაზის მშენებლობის პროექტი გაუქმდა და სამაგიეროდ, ახალ სპორტის სასახლეს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, რომელიც 10 ათას მაყურებელს დაიტევს და სამუშაოები 2020 წლის ინავრიდან დაიწყება.

გურასპაულის განცხადებით, არასწორია, თითქოს დარბაზის მშენებლობა არ იგეგმება. უბრალოდ, რეკონსრქუცია უფრო ოპტიმალური ნაბიჯი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ახალი დარბაზის აგება:

„ორი ვარიანტი იყო: ან ახალი არენა უნდა აგვეშენებინა, ან არსებული დარბაზებიდან რომელიმეს რეკონსტრუქცია ჩაგვეტარებინა. ფიბასთან და ექსპერტებთან შეთანხმებით, ახალი სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან სრულიად ახალი დარბაზის აგება 200 მილიონამდე ჯდებოდა, ხოლო არსებულის გადაკეთება მისი ნახევარი ჯდება. გარდა ამისა, არის ტრანსპორტის ფაქტორიც, ახალ ოლიმპიურ სასახელსთან მეტროსადგური ძალიან ახლოსაა.

ვფიქრობ, არასწორი აჟიოტაჟია საზოგადოებაში თითქოს დარბაზს არ ვაშენებთ. 10-ათას მაყურებელზე გაიზრდება ტევადობა და ეს ახალი დარბაზის მშენებელობა არ გამოდის? მულტიფუნქციური დარბაზი იქნება, რომელიც ევრობასკეტის შემდეგ სხვა სპორტის სახეობებსაც უმასპინძლებს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლებთ და თითქოს ფიბა სხვა ქვეყანას გადასცემდა მასპინძლობას, ეს არასწორი ინფორმაციაა“, - აღნიშნა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, მასპინძლობის მოპოვების შემდეგ თბილისში ახალი დარბაზის მშენებლობა დაიგეგმა კიდეც და ე.წ მაკეტიც გამოქვეყნდა. თუმცა, როგორც ახლა აღმოჩნდა, მისი აგება გადაწყვეტილი არ ყოფილა...

0.11094