ფეხბურთი

15:36 | 24.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: „ლივერპული“ და „სიტი“ ჩვენთვის მისაბაძები არიან“

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, აღიარა, რომ მის გუნდს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს, „ლივერპულისა“ და „სიტის“ დონეს რომ მიაღწიოს.

„ლივერპულთან“ მატჩი კიდევ ერთი მძიმე გამოცდილება იქნება ჩვენთვის. ის ხომ უკვე დიდი ხანია ყველაზე სტაბილური გუნდია პრემიერლიგაში. მაგრამ შინ ვთამაშობთ და ვეცდებით ჩენი ჭეშმარიტი ძალა წარმოვაჩინოთ.

ისეთი გუნდები, როგორებიც „ლივერპული“ და „სიტია,“ ჩვენთვის მისაბაძები არიან. მათ დონეს რომ მივაღწიოთ ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

ახლა პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და ლიგის თასის ნახევარფინალში გავედით, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფი განვითარება გვმართებს.“ - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports.

„ლესტერ“ – „ლივერპულის“ მე-19 ტურის მატჩი 26 დეკემბერს გაიმართება ლესტერის „კინგ პაუერის“ სტადიონზე და თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.100482