ფეხბურთი

22:14 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

TOP 15 - ევროპული გუნდების რეიტინგი ხელფასების მიხედვით

Sporting Intelligence-მ საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა 2019 წელს გაცემული ხელფასების მიხედვით. შედეგად, გაირკვა, რომ საშუალოდ ყველაზე მეტ გასამრჯელოს კატალონიის „ბარსელონა“ გასცემს - 11.09 მილიონი ევრო.

მეორე ადგილზე მადრიდის „რეალია“, რომელიც საშუალოდ ერთ ფეხბურთელს 2019 წელს 10.06 მილიონი ევროს უხდის, ხოლო მესამე პოზიციას ტურინის „იუვენტუსი“ იკავებს 9.1 მილიონი ევროთი.

2019 წლის მონაცემებით ხელფასების გადახდის კუთხით საუკეთესო 15 გუნდის ნუსხა ასეთია:

1. „ბარსელონა“ (ესპანეთი) – 11.09 მილიონი ევრო (საშუალოდ ერთ ფეხბურთელზე)

2. „რეალი“ (ესპანეთი) – 10.06 მილიონი ევრო

3. „იუვენტუსი“ (იტალია) – 9.1 მილიონი ევრო

4. პსჟ (საფრანგეთი) – 8.06 მილიონი ევრო

5. „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – 7.88 მილიონი ევრო

6. „ბაიერნი“ (გერმანია) – 7.32 მილიონი ევრო

7. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – 6.91 მილიონი ევრო

8. „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – 6.35 მილიონი ევრო

9. „ლივერპული“ (ინგლისი) – 6.24 მილიონი ევრო

10. „არსენალი“ (ინგლისი) – 5.39 მილიონი ევრო

11. „ჩელსი“ (ინგლისი) – 5.37 მილიონი ევრო

12. „ევერტონი“ (ინგლისი) – 4.62 მილიონი ევრო

13. „დორტმუნდი“ (გერმანია) – 4.48 მილიონი ევრო

14. „რომა“ (იტალია) – 4.05 მილიონი ევრო

15. „ინტერი“ (იტალია) – 3.67 მილიონი ევრო

აქვე გეტყვით, რომ ჩამონათვალში შესული მხოლოდ ტოპ ჩემპიონატების გუნდები არიან.

0.110776