ფეხბურთი

16:42 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "შალკეს" მეკარე დაიმატა

"ბაიერნმა" "შალკეს" 23 წლის გერმანელი მეკარე ალექსანდრ ნიუბელი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას bavarianfootballsorks.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნიუბელი ბავარიულ კლუბს სეზონის ბოლოს შეუერთდება, როცა "შალკესთან" კონტრაქტი ამოეწურება და "ბაიერნში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიუბელს მანუელ ნოიერის შემცვლელად მოიაზრებენ და მას თავიდანვე შანსს მისცემენ. "შალკეს" თავკაცები 23 წლის მეკარის გუნდში დატოვებას ცდილობდნენ ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს,რაზეც არ დათანხმდა.

ნიუბელი 2015 წლიდან "შალკეს" ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122343