ფეხბურთი

12:46 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ახალი თავდამსხმელი არ გვჭირდება"

ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩში "რეალი" შინ "ბილბაოს" 0:0 დაუზავდა. "სამეფო კლუბმა" 2006 წლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა უგოლო ფრედ ითამაშა. აასთან დაკავშირებით ბევრა ექსპერტმა გამოთქვა თავისი აზრი, რომ "რეალს" ახალი თავდამსხმელი სჭირდება. ამ მოსაზრებას "რეალის" თავკაცი ზინედინ ზიდანი გამოეხმაურა.

"არ ვფიქრობ, რომ ახალი თავდამსხმელი გვჭირდება. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენი შევქმენით ერთ-ერთი მიანც რომ გაგვეტანა შემდეგ სხვანაირი თამაში წავიდოდა, სადაც კიდევ უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. ორი მატჩის გოლი ვერ გაგვაქვს, მაგრმა არაუშავს, ეს საგანგაშო არ არის ახალი წლიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება" - განაცხადა ზიდანმა.

"რეალის" ორი ქულის დაკარგვით "ბარსელონამ" ისარგება და ლა ლიგას ერთპიროვნულად 39 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 37 ქულით "რეალია".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108222