ფეხბურთი

2:10 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ საშობაოდ „ბარსელონა“ წინ გაუშვა

„რეალმა“ შინ ბილბაოს „ატლეტიკს ვერ მოუგო და საშობაოდ მეორე ადგილზე დარჩა. ახლა ისინი „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩებიან.

„რეალი“ მართლაც ბევრს უტევდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ ჩანს, ეს მათი დღე არ იყო. სამჯერ მოარტყეს ბურთი ძელს (კროოსი, ნაჩო, იოვიჩი), რიგ ეპიზოდებში კი უნაი სიმონი ყოჩაღობდა.

სტუმრებიც იკბინებოდნენ ხანდახან. ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებულნი, ბოლო წუთებშიც კი „მაღალ“ პრესინგს ეთამაშებოდნენ მასპინძლებს.

მოკლედ, „სამეფო კლუბი“ შობას არცთუ კარგ ხასიათზე ხვდება.

„ატლეტიკომ“ „ხეტაფეს“ წაფორხილებით ისარგებლა, სევილიაში „ბეტისს“ მოუგო და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. თუმცა, ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. პირიქით, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ბევრი ოფლი დაღვარეს მიზნის მისაღწევად.

„ბეტისი“ წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. მაგრამ, მადრიდელებმა, საკუთარი ტრადიციების მიხედვით, მცირედი შეცდომებიც არ აპატიეს მასპინძლებს.

სტუმართაგან გოლები შეცვლაზე შესულმა ანხელ კორეამ და ალვარო მორატამ გაიტანეს. ამისდაკვალად, „ატლეტიკომ“ ამაღლებულ განწყობაზე დაამთავრა 2019 წელი, ყველა ტურნირში ზედიზედ სამი მოგებით.

ესპანეთი

პრიმერა. 18 ტური. 22 დეკემბერი

რეალი - ბილბაო 0:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 71 306

რეალი: კურტუა, მენდი, რამოსი, მილიტაო (ნაჩო 57), კარვახალი, მოდრიჩი, ვალვერდე, კროოსი, როდრიგო (ბეილი 62), ბენზემა, ვინისიუსი (იოვიჩი 72)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბილბაო: სიმონი, ლეკუე, ნუნიესი, იერაი, ბერჩიჩე, მარტინესი, ვესგა, დანი გარსია, რაულ გარსია, უილიამსი (ბენიატი 86), კოდრო (ვილიალიბრე 73)

მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

მსაჯი: კორდერო ვეგა

გაფრთხილება: რამოსი (87)

ბეტისი - ატლეტიკო 1:2

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“ 52 017

0:1 კორეა (58), 0:2 მორატა (84), 1:2 ბარტრა (90+3)

ბეტისი: ხოელი, მორენო, მანდი (ტელიო 83), ფედალი, ემერსონი, ბარტრა, ხოაკინი, გუარდადო (ლაინესი 70), კანალესი, ფეკირი, ლორენი (იგლესიასი 60)

მწვრთნელი: რუბი

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ფელიპე, ხიმენესი, ტრიპიერი, ლემარი (კორეა 57), ერერა, ტომასი, საული, ფელიში (ლიორენტე 88), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: მანდი (51), ბარტრა (80); ფელიში (42), ტომასი (55), მორატა (67)

ლეგანესი - ესპანიოლი 2:0

1:0 ბრეითუეითი (11), 2:0 ენ ნესირი (54)

ოსასუნა - სოსიედადი 3:4

0:1 ოიარსაბალი (15), 0:2 პორტუ (18), 0:3 ედეგორი (28), 1:3 ერნანდესი (45+1), 2:3 ავილა (48), 2:4 ისაკი (79), 3:4 ავილა (84)

გაძევება: რონკალია (71 ოსასუნა)

ლევანტე - სელტა 3:1

0:1 ასპასი (12), 1:1, 2:1 როხერი (60, 70), 3:1 მაიორალი (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116571