ფეხბურთი

1:49 | 22.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ჯერჯერობით ერთპიროვნულად გალიდერდა

„ბარსელონამ“ სამუშაო გამარჯვება მოიპოვა. საერთოდ, იშვიათად ხდება ხოლმე, ცხრილის მეორე ნახევარში მყოფმა გუნდებმა კატალონიელებს პრობლმა შეუქმნან. ასე მოხდა ამჯერადაც. პრიმერას მე-14 გუნდმა ვალვერდეს კრებულს ვერაფერი დააკლო.

ერთია, მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმარმა პერე პონსმა 2:0-ზე ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და ვითარება ოდნავ დაიძაბა, მაგრამ მასპინძლებს დიდ ხანს არ უნერვიულიათ. მაესტრო ლეო მესიმ, ხუთი ოპონენტის გარემოცვაში გაათრია ბურთი და დაახლოებით 20 მეტრიდან, როგორც იცის ხოლმე, მარცხენა ადაბალ კუთხეში „ჩასვა.“ ცხადი გახდა, რომ შეხვედას დაძაბული ფინალი აღარ ექნებოდა.

75-ე წუთზე თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა „ალავესის“ მცველს და ლუის სუარესმა ზუსტად დაარტყა თერთმეტრიანი. საინტერესოა, რომ მანამდე ურუგველმა სამჯერ გაატანინა პარტნიორებს. „ბარსელონა“ ჯერჯერობით ერთპიროვნულად გალიდერდა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „სევილიამ.“ ანდალუზიელებმა სტუმრად სძლიეს „მალიორკას“ და მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ. ახლა მეორეადგილოსან „რეალს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა, „სამეფო კლუბს“ ერთი მატჩი მარაგში აქვს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-18 ტური. 21 დეკემბერი

ბარსელონა - ალავესი 4:1

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 63 054

1:0 გრიზმანი (14), 2:0 ვიდალი (45), 2:1 პონსი (56), 3:1 მესი (69), 4:1 სუარესი (75 პენ)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, პიკე, რობერტო (სემედუ 85), ალენია, ბუსკეტსი (დე იონგი 79), ვიდალი, გრიზმანი, მესი, სუარესი (პერესი 85)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ნავარო, ელი, აგირეგაბირია, ვაკასო (ხოსელუ 70), გარსია, პონსი, ვიდალი (ბერკი 88), მუნიოსი (რიოხა 53), პერესი

მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

მსაჯი: მელერო ლოპესი

გაფრთხილება: უმტიტი (67), ალბა (88); ვიდალი (66), ვაკასო (67), აგირეგაბირია (74), ელი (84)

მალიორკა - სევილია 0:2

პალმა დე მალიორკა. „ესტადიო დე სონ მუა.“ 14 321

0:1 კარლოსი (20), 0:2 ბანეგა (63 პენ)

მალიორკა: მანოლო რეინა, ლუმორი, ვალიენტი, სედლარი, გამესი, როდრიგესი, სევილია (ერნანდესი 57), ბაბა (ფებასი 78), კუბო, ბუდიმირი (ჩავარია 69), ლაგო

მწვრთნელი: ვისენტე მორენო

სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კარისუ, კარლოსი, ნავასი, ბანეგა, ფერნანდო, ხორდანი (ვასკესი 73), ოკამპოსი (გუდელი 89), მუნირი, ლუკ დე იონგი (კუნდე 66)

მწვრთნელი: ხულენ ლოპოტეგი

მსაჯი: ხილ მანასო

გაფრთხილება: გამესი (37), ბუდიმირი (45+4), ბაბა (62), ვალიენტი (64), სედპარი (84); ნავასი (15), ფერნანდო (33), რეგილონი (84)

ვილიარეალი - ხეტაფე 1:0

1:0 გომესი (52)

გაძევება: ოლივერა (61 ხეტაფე)

ვალიადოლიდი - ვალენსია 1:1

1:0 გვარდიოლა (83), 1:1 ვალიეხო (90+4)

20 დეკემბერი

ეიბარი - გრანადა 3:0

1:0 ენრიჰი (21), 2:0 კიკე (26), 3:0 ინუი (87)

0.110294