ფეხბურთი

23:55 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ საჩემპიონო რბოლაში ბრუნდება

პრემიერლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლესტერს“ 3:1 მოუგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თითქოს ჩამოწერლმა, ისევ გააგრძელა ტიტულისთვის ბრძოლა.

მატჩი ერთობ რთული გამოდგა, „ლესტერმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერთა შორის ტყუილად არ იმყოფება.

სტუმრებმა ანგარიშიც გახსნეს. ჯეიმი ვარდიმ თავისი მე-17 გოლი გაიტანა სეზონში. მერე კიდევ კინაღამ მეორეც გაიტანა, მაგრამ ედერსონმა იყოჩაღა.

„სიტიმ“ ცოტა უცნაურად გაათანაბრა: მაჰრეზის შორეული დარტყმა თითქოს სახიფათო არ ჩანდა, მაგრამ სეინჯუსგან წასული რიკოშეტი, შმაიხელისთვის აუღებელი გამოდგა. შესვებენამდე „ქალაქელებმა“ წინ გასვლაც მოახერხეს, გიუნდოგანმა ზუსტად დაარტყა პენალტი, რომელიც სტერლინგის წაქცევისთვის დაინიშნა.

წერტილი კი მატჩში ჟეზუსმა დასვა 69-ე წუთზე.

ამისდაკვალად, „სიტიმ“ „ლესტერთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. „მელიებს“ კი ეტყობა კრიზისი დაუდგათ, მიჯრით რვა მატჩში გამარჯვებების შემდეგ, ჯერ „ნორვიჩთან“ დაკარგეს ქულები, ახლა კი „სიტისთან“ დამარცხდნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-18 ტური. 21 დეკემბერი

სიტი -ლესტერი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

0:1 ვარდი (22), 1:1 მაჰრეზი (30), 2:1 გიუნდოგანი (43 პენ), 3:1 ჟეზუსი (69)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, მენდი, გიუნდოგანი (როდრი 79), დე ბრუინი (აგუერო 90+1), ბერნადუ სილვა, მაჰრეზი, სტერლიგი (ფოდენი 89), ჟეზუსი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ლესტერი: შმაიხელი, პერეირა, ევანსი, სეინჯუ, ჩილუელი, ნდიდი, ტელემასი (პრატი 77), მედისონი, ბარნსი (ოლბრაიტონი 64), პერესი (გრეი 68), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: ბრუინი (59), გიუნდოგანი (71); სეიუნჯუ (35), ნდიდი (51)

ევერტონი - არსენალი 0:0

ასტონ ვილა - საუთჰემპტონი 1:3

0:1 ინგზი (21), 0:2 სტივენსი (31), 0:3 ინგზი (51), გრილიში (1:3)

ბორნმუთი - ბარნლი 0:1

0:1 როდრიგესი (89)

ბრაიტონი - შეფილდი 0:1

0:1 მაკბერნი (23)

ნორვიჩი - ვულვზი 1:2

1:0 კანტუელი (17), 1:1 საისი (60), 1:2 ხიმენესი (81)

ნიუკასლი - კრისტალ პალასი 1:0

1:0 ალმირონი (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104164