ფეხბურთი

0:33 | 21.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა (+VIDEO)

ქუთაისის „ტორპედო“ კახა ჩხეტიანმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „ტორპედო“ მადლობას უხდის ჩხეტიანს გაწეული სამუშაოსთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით იმერლებმა ერთხელ საქართველოს ჩემპიონობა, ხოლო ორ-ორჯერ საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვეს. ამასთან,“ტორპედომ“ ევროპა ლიგის პლეი-ფში ისტორიაში პირველად სწორედ მისი თავკაცობით ითამაშა.

41 წლის სპეციალისტი დიდი ალბათობით, „დინამ თბილისს“ ჩაიბარებს და ეს ინფორმაცია ოფიციალურად ორშაბათს უნდა დადასტურდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116936