ფეხბურთი

23:13 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დეპაიმ ოპერაცია გაიკეთა და ხუთი თვე იუქმებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" შემტევმა მემფის დეპაიმ ფეხის ოპერაცია გაიკეთა და მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. 25 წლის ფეხბურთელმა ოპერაცია იტალიაში გაიკეთა. აღნიშნული ინფორმაცია ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდმა გაავრცელა.

მემფის დეპაი შესაძლოა მაისის შუა რიცხვებიდან მოედანზე ვიხილოთ, თუმცა მისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია და თავდამსხმელის მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა, რომელიც ივნისის დასაწყისში დაიწყება. მიმდინარე სეზონში დეპაიმ 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი მემფისმა ექვს შეხვედრაში ექვსჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112438