ფეხბურთი

10:22 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "ინგლისში "სიტი" საუკეთესო კლუბია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელმა თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ მანჩესტერ "სიტი" ინგლისის საუკეთესო კლუბიაო. ინგლისის თასის ნახევარფინალში "იუნაიტედი" "სიტის" დაუპირისპირდება.

"დიდებული შეხვედრები გველოდება "სიტისთან". დიდი შრომა უნდა ჩავდოთ, რომ გამაჯვებულები გამოვიდეთ. "სიტისთან" ბოლო მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, გვარდიოლას ინგლისში საუკეთესო გუნდი ჰყავს" - განაცხადა სულშერმა.

ინგლისის თასზე მანჩესტერული დერბი იანვრის თვეში გაიმართება.

0.148079