ფეხბურთი

22:55 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინში" ქართველებს ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის

ყაზანის „რუბინს“ ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის. რუსული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, სლუცკისთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილსა და ბექა მიქელთაძეს გამოცდილი რუსი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოუწევთ თამაში, რომელმაც რომან შარონოვი შეცვალა.

სლუცკი ბოლოს ჰოლანდიაში, არნემის „ვიტესს“ ავარჯიშებდა, სხვადასხვა პერიოდში კი „ჰალ სიტიში“, „კრილია სოვეტოვსა“, „მოსკოვში“ მუშაობდა, ხოლო სახელი ცსკა-ში გაითქვა, რომელსაც 2009-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.

0.113681