ფეხბურთი

9:47 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართება

ჩატარდა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური წყვილების წილისყრა, რომლის მიხედვითაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება, ხოლო „ლესტერი“ – „ასტონ ვილას.“

მეოთხედფინალში „ასტონ ვილამ“ „ლივერპულის“ ახალგაზრდული გუნდი 5:0 გაანადგურა (ძირითადი შემადგენლობა, მოგეხსენებათ, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს), „სიტიმ“ „ოქსფორდ იუნაიტედს“ სძლია 3:1, „მანჩესტერმა“ „კოლჩესტერ იუნაიტედს“ 3:0, „ლესტერმა“ კი „ევერტონი“ მატჩისშემდგომ პენალტებში დაამარცხა 4:2 (ძირითადი დრო - 2:2).

ნახევარფინალში მეტოქეები ორ-ორ მატჩს გამართავენ შინ და სტუმრად, 7 და 28 იანვარს.

შეგახსენებთ, რომ თასის მოქმედი მფლობელი „სიტია,“ რომელმაც გასული სეზონის ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა პენალტების სერიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112965