ფეხბურთი

18:18 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინამინო ლივერპულში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავიდა

ავსტრიული „ზალცბურგის“ ფეხბურთელი ტაკუმი მინამინო კარიერას „ლვერპულში“ გააგრძელებს. იაპონელი „წითლებს“ იანვრიდან შეუერთდება, იქამდე კი ლივერპულში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავიდა.

24 წლის შემტევის შეძენა ინგლისურ გრანდს 8.5მილიონი ევრო დაუჯდა. პირადი კონტრაქტის დეტალები კი ამ დროისთვის უცნობია.

მინამინიმო „ზალცბურგში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 136 თამაშში 42 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე კი, სამშობლოში „სერეზო ოსაკას“ ღირსებას იცავდა. რაც შეეხება იაპონიის ნაკრებს, მინამინოს 22 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

0.112663