ავტოსპორტი

17:25 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენს 2020-ში ტიტულისთვის ბრძოლის იმედი აქვს

მაქს ფერსტაპენისთვის გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული იყო. მასზე მეტი ქულები მხოლოდ „მერსედესის“ პილოტებმა დააგროვეს. რაც მთავარია, „რედ ბულს“ სეზონის მეორე ნახევარში სოლიდური პროგრესი ჰქონდა. ის ფიქრობს, რომ ტიტულისთვის ბრძოლისთვის მზადაა. მთავარია, გუნდმა ახალი სეზონი კარგად დაიწყოს.

გასულ სეზონში ფერსტაპენმა სამი გამარჯვება მოიპოვა. მათგან პირველი ავსტრიაში, როცა „მერსედესს“ უკვე რვა მოგება და სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. ამას დაემტა „რედ ბულის“პილოტის კარიერაში პირველი პოულ პოზიცია. ეს იყო „რედ ბულის“ და „ჰონდას“ პირველი ერთობლივი სეზონი. და ჰოლანდიელ ვარსკვლავს იმედი აქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„ჩემთვის მთავარი მანქანის და ძრავის საიმედობაა. გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში პროგრესი ჰქონდა და ძრავიც მუდმივად უმჯობესდებოდა. მომავალი წლისთვის ჩვენ კარგი ბაზისი გვაქვს. ბევრი რამ ვისწავლეთ და საფუძვლიანი იმედი მაქვს, რომ ახალ სეზონს კარგად დავიწყებთ“, - ამბობს ფერსტაპენი, ვინც სამი გამარჯვების გარდა, ორი პოული მოიპოვა, კვარცხლბეკზე ცხრაჯერ ავიდა და რბოლის უსწრაფესი წრე სამჯერ დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131666