ფეხბურთი

15:18 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად მზად არის

„იუვენტუსის“ ვეტერანი მეკარე, ჯიჯი ბუფონი, მზადაა კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს - გვამცნობს Calciomercato. წყაროს ცნობით, მეკარე კარიერის დამთავრებას არ აპირებს და სავარაუდოდ, „ბებერ ქალბატონთან“ 2021 წლამდე გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას. ახლანდელ მის კონტრაქტს გაისად ზაფხულში გასდის ვადა.

ბუფონი „პარმიდან“ „იუვენტუსში“ 2001 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერი 52,88 მილიონი ევრო დაჯდა, რაც მაშინ სარეკორდო თანხა გახლდათ. 2018 წლის ზაფხულში ის „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდა, თუმცა ერთ წელიწადში უკან, ტურინში დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში 41 წლის ბუფონმა 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125779