ჩოგბურთი

11:49 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ფრანგულ ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ლიმონჟის ტურნირში წყვილთა თანრიგში ჩაერთო. ოქსანას მეწყვილე რუსი ეკატერინა ალექსანდროვა გახლავთ.

ქართულ-რუსულმა დუეტმა ბელგიური წყვილი მინენი - ვან ეიტვანკი 6:3, 3:6 10:7 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა.

ამავე ტურნირზე წყვილთა თანრიგში სოფია შაფათავა ვებლი-სმიტთან ერთად პირველ შეხვედრაში ნიკულესკუ-ბლინკოვას დუეტს დაუპირისპირდება.

0.143286