ფეხბურთი

0:58 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის გოლით "სარაგოსა" ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „სარაგოსას“ „სოკუელამოსთან“ (1:0) შეხვედრაში მოაგებინა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, ხოლო 36-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ სათასო დაპირისპირებაში გატანილი გოლი მისთვის პირველი გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124204