ფეხბურთი

15:23 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „რეალთან“ მატჩი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იქნება“

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა, ჟურნალისტებს მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ აზრი გაუზიარა.

„ადრე ამ შესანიშნავ წარმოდგენას ტელევიზიით ვუცცქედი. ახლა კი შემიძლია მონაწილეობა მივიღო და ერთ-ერთი გმირი გავხდე. ეს არის მატჩი, რომელსაც ყველა ელოდება. ვიმედოვნებ, კარგ ფორმაში ვიქნები. ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება ჩემთვის. ვფიქრობ, დიდ სიამოვნებას მივიღებ მინდორზე.“ - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Mundo Deportivo.

„ბარსელონა“ – „რეალის“ მატჩი ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება ბარსელონაში, „კამპ ნოუზე.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122822