ფეხბურთი

14:25 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: „რეალში“ დაბრუნებისას ზიდანმა იცოდა, რომ სამჯერ ზედიზედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა არაფერს ნიშნავს“

„ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის მიმართ გულშემატკივართა კრიტიკის შესახებ გაუზიარა აზრი.

„ზიდანის კრიტიკა გასაკვირია. ვინც დიდი ხანია ფეხბურთშია, კარგად იცის, რომ ასეთი რამ ხდება. ადამიანები ძალიან მალე ივიწყებენ, რა გაგიკეთებია და რისთვის მიგიღწევია. ისინი ყოველდღე ახალ გამარჯვებებს ითხოვენ.

„რეალში“ დაბრუნებისას ზიდანმა იცოდა, რომ ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა არაფერს ნიშნავს და მოთხოვნები ისეთივე იქნებოდა, როგორც გუნდში მისვლის პირველ დღეს.“ - ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

0.115199