ფეხბურთი

9:07 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი „ევერტონის“ წინადადებას დათანხმდა

იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, „ევერტონის“ ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და უახლოეს ხანში კონტრაქტსაც გააფორმებს - გვამცნობს Sky Sports News-ის ტვიტერის გვერდი.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე ის პორტუგალიელ მარკუ სილვას შეცვლის, რომელიც უკვე გაათავისუფლეს და დროებით გუნდს დანკან ფერგიუსონი წვრთნის.

ანჩელოტის პრემიერლიგაში ადრეც უშუშავია, 2009-11 წლებში ის „ჩელსის“ მოძღვრავდა და ტიტულიც მოაგებინა.

„ევერტონი“ ამჟამად პრემიერლიგის ცხრილში მე-16 ადგილზეა.

0.116113