ფეხბურთი

1:06 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მენდეში: "რონალდუს ვინმესთან შედარება შეუძლებელია, ფეხბურთი გარდაქმნა"

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ვინმესთან შედარება შეუძლებელია. მენდეშის აზრით, რონალდუმ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა და „რეალის“ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, მოიპოვებდა კიდეც.

„კრიშტიანუმ „ოქროს ბურთის“ მოგება დაიმსახურა და ვფიქრობ, რომ „რეალში“ რომ ყოფილიყო, გაიმარჯვებდა. შემდეგ წელს მგონია, რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მინიმუმ110 გოლზე ავა და მოიგებს. ჩემთვის უსამართლობაა, რომ მესიმ მოიპოვა ეს ჯილდო. კრიშტიანუმ სანაკრებო დონეზეც მოიგო ტიტული - ერთა ლიგა.

რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მის გარეშე პორტუგალიას არაფერი ჰქონდა მოგებული, მაგრამ მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო. მან გარდაქმნა მსოფლიო ფეხბურთი. როდესაც ვსაუბრობთ პროტუგალიაზე, ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც რონალდუსთან ერთად შეიცვალა. იგივე „რეალშიც“, როდესაც 2009 წელს მივიდა „ბარსელონა“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ყველაფერი შეცვალა, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შეუძლებელია კრიშტიანუს ვინმესთან შედარება.

მომავალი? „იუვეში“ ბედნიერია, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. კარიერას „იუვეში“ თუ დაასრულებს? დიახ, ეს შესაძლებელია, გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს“, - თქვა მენდეშმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში 2019 წელს მესამე პოზიციაზე გავიდა. „იუვენტუსის“ შემტევი ლიონელ მესისა და ვირჯილ ვან დეიკს ჩამორჩა.

0.11167