ფეხბურთი

22:43 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არმგონია სიმეონე სამუშაო ოთახში სიხარულით გაქცეულიყო"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ რთული ბარიერი იქნება, მაგრამ არც მისი კოლეგა დიეგო სიმეონე დარჩებოდა კმაყოფილი.

„რთული იქნება, მაგრამ არმგონია, რომ ბატონი სიმეონე თავის სამუშაო ოთხაში სიხარული გაქცეულიყო, როდესაც „ლივერპული“ ამოუვიდა. საინტერესო წილისყრაა. წილისყრამდეც ვფიქრობდი, რომ მადრიდში დაბრუნების დრო იყო. ამ ქალათან მხოლოდ შესანიშნავი მოგონებები გვაკავშირებს, ყველა ჩვენგანს, შესაბამისად, შესანიშნავი იქნება. თუმცა, ამჯერზე „ატლეტიკოს“ მისსავე სახლში უნდა დავუპირისპირდეთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 18 თებერვალს „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და სწორედ ამ სტადიონზე მოიგო „ლივერპულმა“ შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი. საპასუხო შეხვედრა კი 11 მარტს „ენფილდ როუდზე“ შედგება.

0.14405