კალათბურთი

12:09 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ინდიანას შარლოტთან 8 წუთითა და 2 ქულით დაუბრუნდა

ნბა-ს განვითარების ლიგაში ერთდღიანი განათხოვრების შემდეგ, გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსს დაუბრუნდა. ქართელმა ცენტრმა ჩვენი დროით დღეს, გამთენიისას “შარლოტ ჰორნეთსის” წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ისევ არასაკმარისი დროით.

შეგახსენებთ, რომ რანგით დაბალ ლიგაში გუშინ დილით ჩატარებულ შეხვედრაში ბითაძემ 36 წუთამდე მიიღო, რა დროშიც 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ისევ პეისერსის მაისურის მორგების შემდეგ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა მას 7:58 წუთი დაუთმო.

აღნიშნულ დროში გოგამ ერთადერთხელ შეუტია, ორქულიანი ჩააგდო და NBA-ში 8-მატჩიანი “მშრალი” სერია შეწყვიტა. მას აქტივში თითო მოხსნა-პასი და 2 დაფარებაც ჰქონდა, პასივში კი 1 დაკარგვა და 3 ჯარიმა. ინდიანელებმა მეტოქე 107:85 დაამარცხეს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11181