ფეხბურთი

3:20 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მორიგი მიღწევა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი მიღწევა ჩაიწერა აქტივში. პორტუგალიელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 11 გოლი აქვს გატანილი და ტოპ ჩემპიონატებიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 15 სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

რონალდუმ „უდინეზესთან“ დუბლი გაიფორმა, რის შედეგადაც, სერია A-ში 9 გოლი დაუგროვდა, ხოლო ორჯერ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

ამრიგად, 2005-2006 წლების სეზონიდან მოყოლებული კრიშტიანუს მსგავსი შედეგით თავს ვერავინ იწონებს.

0.11352