კალათბურთი

22:59 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ესპანეთში შეუჩერებელია: მორიგი MVP!

ესპანეთის ლიგა ენდესაში თორნიკე შენგელიას წარმოდგენა გრძელდება. მე-13 ტურში „ბასკონია“ „მურსიას“ ესტუმრა და 86:75 დაამარცხა, რითაც სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა.

ეს გამარჯვება კი, დიდწილად შენგელიას ჩინებული გარჯის შედეგია. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 35:34 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი გააცუდა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და MVP გახდა.

იმასაც გეტყვით, რომ გარდა მარგი ქმედების კოეფიციენტისა, შენგელია ორივე გუნდში მოპვებული ქულებითაც (19) საუკეთესო იყო. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, მან 16 წუთში 6 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიას“ 7 გამარჯვების საპირწონედ 6 მარცხი აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 დეკემბერს, „ბურგოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118979