კალათბურთი

19:28 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 14 ქულა ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „მონბუსს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 102:100 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე არ იყო გადაწყვეტილი და საბოლოოდ მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც იზეიმეს.

ქართველმა კალათბურთელმა 27:24 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 17 შეადგინა.

„გრან კანარიას“ 13 ტურის თავზე 7 მოგებითა და 6 წაგებით მერვე ადგილი უკავია. მომდევნო შეხვედრას კი 21 დეკემბერს, სტუმრად გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფესთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112831