კალათბურთი

12:15 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩმა ტრავმა მიიღო, "მილოუკმა" ლიდერობა გაიმყარა

"მილოუკმა" შინ "კლივლენდს" 125:108 მოუგო. ვინსკონსინელებმა მეტოქეს სამი პერიოდი მოუგეს, მეოთხე მეოთხედი კი ფორმალობაღა იყო. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა იანის ადეტოკუმპომ ჩააგდო.

კრის მიდელტონმა 24 ქულა მიითვალა. "მილოუკი" 24 მოგებით და 3 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
"დალასი" შინ "მაიამის" დაუპირისპირდა. მატჩის სტარტზევე ლუკა დონჩიჩმა კოჭის ტრავმა მიიღო და პარკეტი დატოვა. შეხვედრის ძირითადი დრო 112:112 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კი ფლორიდელებმა უკეთ ჩაატარეს და საბოლოოდ 122:118 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჰარდევეიმ ჩააგდო. "მიამიში" "ბატლერი 27 ქულით გამოირჩა.
"დენვერმა" საკუთარ დარბაზში" "კლაჰომას" 110:102 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "დენვერელებმა" 30:19 მოიგეს. სამმაგი დუბლი ნიკოლა იოკიჩმა შეასრულა 28 ქულა, 14 მოხსნა და 12 პასი. შროდერს 22 ქულა ჰქონდა.

"ფინიქსი" - "სან ანტონიო" 119:121 (18:28,30:16, 32:43, ო.ტ. 10:12)
https://www.youtube.com/watch?v=nGbfKlip7B8

"ტორონტო" - "ბრუკლინი" 110:102 (38:31, 27:29, 25:23, 20:19)
https://www.youtube.com/watch?v=Y6yVhRA9Ejk

"ჩიკაგო" - "კლიპერსი" 109:106 (24:29, 31:28, 29:22, 25:27)
https://www.youtube.com/watch?v=peJWvYzW7GM

"მემფისი" - "ვაშინგტონი" 128:111 (35:30, 34:24, 3:30, 24:27)
https://www.youtube.com/watch?v=13rrA_tyRiA

"დალასი" - "მაიამი" 118:122 (23:37, 27:36, 31:18, 31:21, ო.ტ. 6:10)
https://www.youtube.com/watch?v=HIkTrZDgtoM

"მილოუკი" - "კლივლენდი" 125:108 (26:20, 43:31, 33:28, 23:29)
https://www.youtube.com/watch?v=DlChhHbuhoo

"დენვერი - "ოკლაჰომა" 110:102 (27:20, 25:29, 30:19, 28:34)
https://www.youtube.com/watch?v=ZtNY-BiCM1E

"ჰიუსტონი" - "დეტროიტი" 107:115 (32:30, 20:32, 23:26, 32:27)
https://www.youtube.com/watch?v=vROyUIckg90

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099509