ფეხბურთი

16:35 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "ყველა მატჩს ვერ მოიგებ"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "ნორვიჩთან" ფრედ დასრულებული (1:1) პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი 100 პროცენტით ვერ დაიხარჯა და შეუძლებელია ყველა მატჩი მოიგო. "მელიებს" აღნიშნულ დაპირისპირებამდე პრემიერლიგაში ზედიზედ რვა შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

"როდესაც სახლში თამაშობ ყოველთვის მოგება გინდა. ვფიქრობ ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს. მეტოქემ კარგად დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით. აღნიშნული შეხვედრა წინა მატჩებს გავდა, თუმცა ერთი ქულა ავიღეთ. როდესაც მოგებათა სერია გაქვს გინდა ყველა მატჩი მოიგო, თუმცა ეს ყოველთვის არ ხდება. 100 პროცენტით ვერ დავიხარჯეთ და მომავალ შეხვედრებში უნდა გამოვცოცხლდეთ." - განუცხადა BBC Sports-ს როჯერსმა.

მიმდინარე სეზონში "ლესტერმა" 17 მატჩიდან 12 მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. როჯერსის გუნდი პრემიერლიგაში 39 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122136