სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:16 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ სალიგაჩემპიონო ოთხეულში დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„კლასიკოს“ წინ „ბარსელონას“ მოგებათა სერია შეწყდა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა, მოულოდნელად ძალიან სუსტად ითამაშა სან სებასტიანში „სოსიედადის“ წინააღმდეგ. შესაძლოა, კატალონიელი ფეხბურთელები გონებით უკვე „რეალთან“ შეხვედრაში იყვნენ. ამიტომ ჩვენ ვიხილეთ არა „ბარსელონა“ არამედ მისი აჩრდილი. შეუმჩნეველი იყო ლეო მესიც, თუმცა, ლუის სუარესს საგოლე პასი სწორედ მან მისცა.

„სოსიედადმა“ კი თავიდანვე მიხედა საქმეს და პირველ ნახევარ საათში მეტოქეს შანსი არ მისცემია. მასპინძლებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, როცა დიეგო ლიორენტეს წაქცევისათვის დანიშნული პენალტი მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. სტუმრებმა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა.

მეტიც, მეორე ნახევრის დასაწყისში კატალონიელები დაწინაურდნენ კიდეც. მესი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ თავად არ დაარტყა, ბურთი სუარესს დაუგორა და ურუგვაელმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. აქვე კატალონიელებს ყველაფრის დასრულება შეეძლოთ, მაგრამ ალექს რემირომ გრიზმანს დუბლის შესრულების საშუალება არ მისცა.

მასპინძლებმა მაინც გაათანაბრეს. ბასკებმა კლვლავ იძალეს, მაგრამ სიზუსტეში მოიკოჭლებდნენ.

„ბარსელონა“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „რეალს“ ერთი ქულით გაუსწრო. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ჯერ კიდევ სათამაშო აქვს ამ ტურში „ვალენსიასთან.“

დღის გვიან მატჩში „ატლეტიკომ“ „ოსასუნას“ 2:0 მოუგო და საუკეთესო, ანუ სალიგაჩემპიონო ოთხეულში დაბრუნდა.

დიეგო სიმეონეს შეგირდები პირველ ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა პამპლონელთა მეკარე სერხიო ერერა. მარტო ტაიმის ბოლო 10 წუთში შეასრულა ხუთი სეივი.

ვითარება არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. თუმცა, 67-ე წუთამდე ტაბლოზე ნულები ენთო. მაგრამ მონდომებამ თავისი გაიტანა და ტრიპიერის საჯარიმოდან ჩაწოდებული, მორატამ გოლად აქცია. მალევე საბოლოო ანგარიში საულმა დააფიქსირა.

„ატლეტიკომ“ გამარჯვებით დაასრულა წლევანდელი სეზონი მშობლიურ „ვანდა მეტროპოლიტანოზე.“

ესპანეთი

პრიმერა. მე-17 ტური. 14 დეკემბერი

სოსიედადი - ბარსელონა 2:2

სან სებასტიანი. „ანოეტა.“ 36 639

1:0 ოიარსაბალი (12 პენ), 1:1 გრიზმანი (38), 1:2 სუარესი (49), 2:2 ისაკი (62)

სოსიედადი: რემირო, სალდუა, სუბელდია, ლიორენტე, მონრეალი, გევარა, მერინო, ედეგორი, პორტუ (იანუზაი 59), ოიარსაბალი (ბარენჩეა 85), ისაკი (ვილიანი 66)

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა (სემედუ 74), ბუსკეტსი (ალენია 73), დე იონგი, რაკიტიჩი (ვიდალი 79), მესი, სუარესი, გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ალბეროლა როხასი

გაფრთხილება: სუარესი (74)

ატლეტიკო - ოსასუნა 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 46 033

1:0 მორატა (67), 2:0 საული (75)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, ხიმენესი, სანჩესი (ერერა 63), კოკე, ტომასი, საული, ლემარი (კორეა 54), მორატა, ფელიში (ერმოსო 82)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ოსასუნა: ერერა, ნავასი, დავიდ გარსია, ოიერი (იბანიესი 73), რონკალია, ესტუპინიანი, ტორესი (ადრიანი 73), მერიდა (პერესი 79), ბრაშანაცი, რუბენ გარსია, ავილა

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება: სანჩესი (26); ერერა (53)

გრანადა - ლევანტე 1:2

0:1 როჩინა (55), 1:1 მაჩისი (60), 1:2 ბარდჰი (90)

ბილბაო - ეიბარი 0:0

13 დეკემბერი

ალავესი - ლეგანესი 1:1

0:1 ბრეითუეითი (43), 1:1 ხოსელუ (81)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.098703
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X