სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:04 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს ნულოვანი სტარტი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნაპოლიმ“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ შედეგი უცვლელია - ისევ წაგება. აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტის შუა კვირაში კარისკენ მიუთითა და გუნდი ჯენარო გატუზოს ჩააბარა, თუმცა პირველმა მატჩმა ვერაფერი შეცვალა.

ნეაპოლელებმა „პარმას“ უმასპინძლეს და ვისთვის მოულოდნელად, ვისთვის არა, ქულოდ დარჩნენ. გადამწყვეტი ჟერვინიოს გოლი იყო, რომელმაც ბოლო წუთზე რინოს ნეაპოლური თავგადასავალი კრახით დააწყებინა. სხვათა შორის, „ნაპოლის“ უკვე 7 ტურია გამარჯვების გემო არ შეუგრძვნია და მერვე ადგილამდე დავქეითდა. მხოლოდ 21 ქულა 16 ტურის შემდეგ და ასეთი ცუდი მაჩვენებელი დროის ხსენებული პერიოდისთვის ნეაპოლიტანურ გუნდს სერია A-ში დაბრუნების შემდეგ არ ჰქონია (2007-2008 წლების სეზონი). მოკლედ, „ნაპოლის“ თავს შავი ღრუბლები არ იფანტება და გატუზოს უახლოეს პერიოდში რადიკალურად სხვა შედეგების ჩვენება მართებს. „პარმა“ კი პირიქით, არხეინადაა და სწორედ „ნაპოლის“ გადაასწრო.

ეუჯენიო კორინის დაბრუნების შემდეგ „ბრეშამ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ლომბარდიელებმა „ლეჩეს“არაფერი დაუთმეს და ადვილად, 3:0 აჯობეს. სხვათა შორის, „ბრეშამ“ 2004 წლის მარტის შემდეგ სერია A-ში სამბურთიანი სხვაობით პირველად მოიგო და რა თქმა უნდა, ეს აღსანიშნავი ფაქტია.

დღის ბოლო დუელი კი გენუაში შედგა, სადაც დერბი ლანტერნა გაიმართა. „ჯენოას“ და „სამპდორიას“ წელს საქმეები მეტისმეტად ცუდად მისდით და ამიტომაც, დერბიში ქულების მოპოვება უფრო მეტად ფასობდა. საბოლოოდ, უკეთესმა მოახერხა გამარჯვება - კლაუდიო რანიერის „სამპა“ ნელ-ნელა გუნდს ემსგავსება და ამჯერზე მანოლო გაბიადინის მატჩის მიწურულს გატანილმა გოლმა გენუა ლურჯ ფერში შეღება. „ჯენოა“ კი კატასტროფულ ვითარებაშია და ტიაგო მოტას გუნდი გასავარდნ ზონას თავს ვერაფრით აღწევს.

კვირას გათამაშების ლიდერები ჩაერთვებიან საქმეში. „ინტერი“ ფლორენციაში „ფიორენტინას“ ესტუმრება, ხოლო „იუვე“ „უდინეზეს“ დაუხვდება.

„ბრეშა“ – „ლეჩე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩანსელორი (32), 2:0 ტორეგროზა (44), 3:0 სპალეკი (61)

„ნაპოლი“ – „პარმა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კულუსევსკი (4), 1:1 მილიკი (64), 1:1 ჟერვინიო (90)

„ჯენოა“ – „სამპდორია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 გაბიადინი (85)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.235334
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X