ფეხბურთი

22:22 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ორი თვე იუქმებს

"ფიორენტინას" ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი მომდევნო ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. როგორც Ansa იუწყება, ფეხბურთელმა "ლეჩესთან" წაგებულ იტალიის ჩემპიონატის მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო და შემდეგ კვირას გერმანიაში ოპერაციას გაიკეთებს.

რიბერი "იებს" 2019 წლის ზაფხულში "ბაიერნიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა შემტევმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114662