კალათბურთი

21:08 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვერამ” “ცხუმ-აფხაზეთი” ბოლო პერიოდში გატეხა და ლიდერებში დაბრუნდა

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “ვერა” “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდა და 78:59 დაამარცხა.

ზვიად ანთაძის გაწვრთნილ “ცხუმ-აფხაზეთს” თამაში ცუდად არ დაუწყია, პირველი პერიოდი 23:18 მოიგო და მეორეშიც ლიდერობდა. ვერელებმა თამაში დიდ შესვენებამდე დაალაგეს და მედგარი დაცვის ხარჯზე მეტოქეს ქულების მოპოვებისთვის სივრცეები შეუზღუდეს. ამან ხოშტარიას გუნდ შეტევაში გზა გაუხსნა და მეორე პერიოდის 19:11 მოგების შემდეგ “ვერა” დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 37:34.

მესამე პერიოდიდან ვერელები თამაშის სადავეებს მთლაინად დსეპატრონნენ და დასკვნით ათწუთეულამდე უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა. ბოლო პერიოდში ცხუმელებს თამაშის შემობრუნების შანსი არ მისცემიათ. “ვერამ” იმდენად შედეგიანად ჩაამთავრა შეხვედრა, რომ ლიდერობა საბოლოოდ 19 ქულამდე გაზარდა.

გამარჯვებულთაგან 20 ქულითა და 9 ქულით ვენდელ ლუისი გამოირჩა, საუკეთესო შედეგი კი ვახტანგ ქადარიამ დააფიქსირა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 დაფარება. 17 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ბექა ჩიკვილაძემ. ცხუმ-აფხაზეთში 20ქულით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 11 ქულა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს.

5 მოგებითა და 4 მარცხით “ვერა” ლიდერებში გაერია, ცხუმ-აფხაზეთს კი მხოლოდ 3 მოგება აქვს და აუტსაუდერთა შორისაა. შემდეგ მატჩში ლიდერები – თსუ და “დინამო” შეხვდებიან.

ვერა – ცხუმ-აფხაზეთი
სტატისტიკა: 78:59

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117575