ფეხბურთი

17:53 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ქართველი ფეხბურთელების საახალწლო საჩუქრები ბავშვებს

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლეგიონერები, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი (რუსეთის მოქალაქე) რონალდ მაკდონალდსის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბავშვებთან ერთად იმხიარულეს წინასაახალწლოდ და მათ სიურპრიზები გაუკეთეს.

„რუბინის“ ფეხბურთელებმა ასევე მოინახულეს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოემატოლოგიურ განყოფილებაში მყოფი ბავშვები და პატარა პაციენტებსა და მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერლიგა ერთი კვირის წინ ზამთრის პაუზაზე გავიდა და სეზონი 2020 წლის 1 მარტს განახლდება.

0.143155