ფეხბურთი

15:25 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფონდი არველაძის" ხელმძღვანელობით გარდაბანში სტადიონი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ფონდი არველაძისა“ და თურქეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. 40-მეტრიანი ხელოვნუსაფარიანი მოედანი სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა.

სტადიონის გასხნის დღესვე სოფელში 25 მოზარდით დაკომპლექტებული გუნდი ჩამოყალიბდა. ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვები, კვირაში სამჯერ, უფასოდ შეძლებენ ვარჯიშს, ლიცენზირებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით, რომელის „ფონდი არველაძის“ მიერ იქნა შერჩეული.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ კი ადგილობრივ ბავშვებსა და მოზარდებს საჩუქრად ბურთები, ეკიპირება და საფეხბურთო ინვენტარი გადასცა.

2019 წელს „ფონდი არველაძის“ ხელმძღვანელობით უკვე სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა ამ ორ ერს შორის უფრო გაძლიერდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია „თიკას“ და თურქეთის საელჩოს რომლის გარეშეც ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა. უკვე მესამე პროექტია ვთანამშრომლობთ და ვიმედოვნებ, რომ ეს მეგობრობა გაგრძელდება და სხვა რეგიონებშიც მოგვიწევს ესეთი კარგი სტადიონების გაკეთება“, - განაცხადა არველაძემ.

0.121202