ძიუდო

14:52 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

ჩინეთში მიმდინარე მასტერსზე მორიგი მედალი მოიპოვა საქართველოს დელეგაციამ. 100 კოლოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს არმან ადამიანს შეხვდა და მისი დამარცხება ვაზარით მოახერხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ასპარეზობა A ჯგუფში დაიწყო, სადაც უნგრელ უნგრელ, ფრანგ და ისრაელ მეტოქეებს გაუმკლავდა. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი წარმატებით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილმა კი გუშინ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

0.115479